რეზონანსი
09.06.2019

 პენსიით უზრუნველყოფილ სესხებს, „ლიბერთი ბანკი" 36%-ით ბეგრავს. პენსიონერს, „ლიბერთი“ ბანკიდან წინასწარ, პენსიის აღების შემთხვევაში, პროცენტის გადახდა უწევს. იმ შემთხვევაში, თუკი პენსიონერი წინსწრებად, ორი თვის პენსიას 400 ლარს აიღებს, მას თვეში 12 ლარის, ანუ წელიწადში 144 ლარის გადახდა მოუწევს. ეს მაშინ, როცა ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით საქართველოში სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 11-14 %-ია.

პენსიონერმა 69 წლის ნანა ზულიაშვილმა პენსიის 200 ლარით თვიდან თვემდე თავი ვერ ირჩინა და „ლიბერთი“ ბანკიდან კუთვნილი პენსია სესხად რამდენჯერმე აიღო. იმ მომენტში ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ კარგად ხვდება, რომ ეს უფრო პენსიონერების ძარცვაა, ვიდრე დახმარება.

(კურიერი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×