რეზონანსი
09.06.2019

 თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის ინფორმაციით, შუალედური არჩევნების მეორე ტურში ხმების 75% დათვლილია და დიდი უპირატესობით მმართველი პარტიის კანდიდატი ლიდერობს. ამით კალაძემ უპასუხა ოპოზიციას, რომელმაც დედაქალაქის მერს უპასუხისმგებლო უწოდა, რადგან „ლადო კახაძეს წინასწარ მიულოცა გამარჯვება“.  

„ახლა მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი და მინდა, ვუპასუხო იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩემი განცხადება უპასუხისმგებლოდ შეაფასეს. მინდა მივაწოდო ინფორმაცია. ხმების 75% დათვლილია. 62,5% ლადო კახაძის არის, ხოლო 32,5% - შალვა შავგულიძის. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო დამაჯერებელი გამარჯვება. ეს არის პასუხი იმ ადამიანებისთვის, ვინც ცდილობდა, სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია ეწარმოებინა“, - თქვა კალაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×