მთელი საქართველოს მასშტაბით"სილქნეტის" აბონენტებს შეუწყდათ ინტერნეტისა და სატელევიზიო სიგნალის მიწოდება. აღშფოთებული მომხმარებლები ამბობენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია ხარვეზის გამოსწორების შესახებ და არც კომპანიის ცხელი ხაზზე პასუხობენ. აბონენტები წერენ, რომ "სილქნეტმა" ქოლ ცენტრის ტელეფონები გათიშა და მომხმარებლებთან ყველანაირი კონტაქტი შეწყვიტა:
"ამათმა მგონი ტელეფონი გადადეს, ყველაფერი უბედურება თქვენ ინტერნეტს და ტელევიზიას ჭირს";
"რა ქაჯობაა ასეთი ხარვეზის დროს ინფორმაციასაც რომ არ გაწვდიან";
"ერთი სმს რა გახდა რომ ინფორმაცია მივიღოთ გათიშვის დროს? ღირსები ხართ, რომ საერთოდ დაკარგოთ მომხმარებლები!" - წერენ სოციალურ ქსელში მწყობრიდან გამოსული ადამიანები.
კომპანიამ ბოლოს, როგორც იქნა, მეტად მწირი ინფორმაცია გაავრცელა არსებული პრობლემის შესახებ:
"ამ ეტაპზე სამწუხაროდ ფიქსირდება საერთო შეფერხება ტელევიზიასთან დაკავშირებით. ვცდილობთ მაქსიმალურად სწრაფად შეძლოთ სერვისით სარგებლობა. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის" - აღნიშნულია "სილქნეტის" მიმართვაში.