რეზონანსი
09.06.2019

 ჟურნალისტი ელისო ჯანაშია ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძის გარეგნობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მას ძალიან კარგი გემოვნება აქვს.

„4 შვილი გააჩინა, ასაკითაც არაა პატარა და რა მაგარ "ვიდზეა" ქალი. მოვლილია, კი ბატონო, მაგრამ ამასთან გემოვნებიანიცაა, არაა ქაჯი აშკარად, რაც ზოგადად ქართველ ფულიანებს ახასიათებთ და მისი ქმრის ძალაუფლების გამოყენების არც ერთი ფაქტი არ მახსენდება, რაც ძალიან დასაფასებელია. არის თავისთვის, მისი ოჯახისთვის და ქმარიც რომ აღფრთოვანებულია მისით, ეგეც ჩანს ერთი შეხედვით.

ადრე, მასთან ინტერვიუც ძალიან მომეწონა, მომეჩვენა გულწრფელი იყო და საკმაოდ განათლებულის შთაბეჭდილებაც დატოვა. მოკლედ, ძალიან მომწონს ეს ქალი“, - წერს ჟურნალისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×