რეზონანსი
09.06.2019

 შინაგან საქმეთა მინისტრმა მოქაალაქეობრივი ვალი ხმის მიცემის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოიხადა და მედიისთვის კომენტარიც გააკეთა. გიორგი გახარიამ ღიმილისმომგვრელი უწოდა ოპოზიციის ბრალდებებს, რომლებიც საარჩევნო პროცესში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ჩართვაზე ამახვილებენ ყურადღებას.

"ღიმილისმომგვრელია როდესაც ინტელექტუალურ ოპოზიციას კრიმინალების დახმარების ასეთი ისტორიების მოგონების გარდა სხვა არგუმენტი არ გააჩნია იმისთვის, რომ არჩევნებში ღირსეულად იბრძოლოს"- თქვა მინისტრმა.

ის საარჩევნო უბნებთან მომხდარ დაპირისპირებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიცია კანონის ჩარჩოში იმოქმედებს.

"იყო რამდენიმე წვრილმანი შემთხვევა, სადაც პოლიციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა. დღის ბოლოს გვექნება სრული ინფორმაცია, არის ეს ისეთი სიმძიმის დანაშაულები, რომლებზეც გამოძიება დაიწყება თუ არა”,- აღნიშნა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×