რეზონანსი
09.06.2019

 "წინასწარი მონაცემებით დაფიქსირებული დიდი უპირატესობა მაძლევს საშუალება, რომ მივულოცო ლადო კახაძეს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ახლა იწყება ხმების დათვლის პროცესი და ყველა უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგებს. თუმცა, წინასწარი მონაცემებით დაფიქსირებული დიდი უპირატესობა მაძლევს საშუალება, რომ მივულოცო ლადო კახაძეს. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მხარდამჭერს ამ გამარჯვებისთვის, გუნდის თითოეულ წევრს და არჩევნებში ჩართულ ადამიანებს", - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×