რეზონანსი
09.06.2019

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა საკმაოდ მკვახე განცხადება. ეს იყო ერთ-ერთი კანდიდატის მიმართ არა მხოლოდ აშკარა მხარდაჭერა და კეთილგანწყობა, არამედ უხეში თავდასხმა ოპონენტ მხარეზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს არ შეესაბამება არც ამ პიროვნების სტატუსს და გარკვეულწილად, ჯენტლმენური შეთანხმებაც არსებობს, რომ არ გაკეთდეს ასეთი განცხადებები", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ ხმა მისცა ადამიანს, რომელიც მისი თქმით, ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან, სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებსა და მათ ინტერესებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×