რეზონანსი
09.06.2019

 (რეზონანსი) ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ მთაწმინდის ოლქში 32.5 შეადგინა, რაც რაოდენობრივად 14278 ამომრჩეველია.

ცნობისთვის, 10:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობა 5.2% , 12-ზე -13.2 % , 15-ზე კი, 26.3% იყო. პირველ ტურთან შედარებით აღნიშნულ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა გაზრდილია.

თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დღეს საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება.

არჩევნები 31 საარჩევნო უბანზე ტარდება, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 43 909 ამომრჩეველი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×