რეზონანსი
09.06.2019

 (რეზონანსი) კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, 2015 წლის 09 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ქ.ბ.-ს მიერ არასრულწლოვან ლ.ბ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე.

„ქ.ბ.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე, ხოლო 2016 წლის 15 ივნისს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამჟამად, მიმდინარეობს აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში. 2019 წლის 4 აპრილს, სკოლის მასწავლებლის განცხადებით ლ.ბ. მოიტაცეს, საქმეზე გამოკითხულმა ლ.ბ. განმარტა, რომ იგი ცოლად გაჰყვა ძებნილ ქ.ბ.-ს. აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×