რეზონანსი
09.06.2019

 (რეზონანსი) გარდაცვლილი მოზარდის ლენო გვარჯალაძის მშობლები გიორგი გვარჯალაძე და ლულუ კახიანი, ახლობლებსა და მეგობრებს თანადგომისთვის მადლობას უხდიან. აღნიშნული პოსტი გვარჯალაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მისი თქმით, ცხოვრებაში ყველა განსაცდელის შემდეგ ფეხზე სწორედ მეგობრების დახმარებით წამოდგა.

"ყოველი აფრენა იყო უფრო ზემოთ და ყოველი დაცემა - უფრო ქვემოთ (ლ. ბურდული). ყველაფერი ცუდი, რაც წაკითხული და ფილმში ნანახი მქონდა, უკვე მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ყოველ ჯერზე მეგობრების დიდი მხარდაჭერით გავსწორდი წელში და ისევ გავფრინდი.

ამ, მე-7 სართულიდან დაცემაზე თითქოს დრო დაპაუზდა - უმძიმესად (ჩემსავით) დაკავებული ადამიანები მთელი დღეები ჩემთან იყვნენ, ყოველი თავის აწევისას ვხედავდი მათ სახეებს და უფრო ხშირად მინდებოდა თავის წამოწევა, წამოდგომა. მეგობრებო - მადლობა x 1 000 000 000!" - წერს გიორგი გვარჯალაძე.

შეგახსენებთ, 4 ივნისს, თბილისში, მე-9 კლასელი გოგონა მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×