რეზონანსი
09.06.2019

 (რეზონანსი) დიდ დიღომში დაჭრილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული, სტაბილურია.

როგორც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, მას სხეულზე 4 სხვადასხვა ადგილზე ჰქონდა ჭრილობები მიყენებული, აქედან ყველაზე რთული მდგომარეობა ფეხზე ჰქონდა, სადაც არტერიის ტოტები იყო დაზიანებული.

„გუშინ შემოიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც სხეულზე ჰქონდა 4 ნაკვეთი ჭრილობა. აქედან ყველაზე საშიში იყო ფეხზე მიყენებული ჭრილობა, სადაც დაზიანებული ჰქონდა არტერიის ტოტები. დაუყოვნებლივ ჩაუტარდა ოპერაცია. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და მოთავსებულია ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქირურგიულ დეპარტამენტში. სავარაუდოდ, დანით, ჭრილობები ასევე მიყენებული აქვს ხელზე, ფეხზე და მუცელში", - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს" ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.

დიდ დიღომში ორი მამაკაცია გუშინ დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ.

დანაშაული 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×