რეზონანსი
09.06.2019

 (რეზონანსი) წუხელ დიდ დიღომში სისხლიანი გარჩევის თვითმხილველი, თამარ ბელქანია, სოციალურ ქსელში მომხდარის დეტალებს ასაჯაროებს.

„დიღომში სისხლიანი ფეხის ნაკვალევია. ჯერ პერფორმანსი მეგონა. თურმე ბიჭები დაჭრეს. იარაღის ჩხუბში გამოყენება ლაჩრობა მგონია. დეტალები არ ვიცი. უბრალოდ სამი კორპუსის ირგვლივ სისხლის გუბეები დგას, რომელიც სხვა კვარტლიდან იწყება. დაჭრილია სამი. ორი ძმაა. აქედან ერთი მძიმეა - რეანიმაციაში ებრძვის სიკვდილს. ამბავი გვიან სამ საათზე „ნიკორასთან" მოხდა. დაჭრილი სახლში გამოიქცა და ეზომდე მოაღწია. მისი ხმა მთელს კორპუსს ესმოდა", - წერს თამარ ბელქანია.

პოლიციაში შეტყობინება სამედიცინო დაწესებულებიდან შევიდა, სადაც ორი დაჭრილი შეიყვანეს. მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება წუხელვე გაეწიათ. ამ ეტაპზე დაზარალებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×