რეზონანსი
09.06.2019

 (რეზონანსი) დიღომში, გუშინ გვიან საღამოს ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

პოლიციაში შეტყობინება სამედიცინო დაწესებულებიდან შევიდა, სადაც ორი დაჭრილი შეიყვანეს. მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება წუხელვე გაეწიათ. ამ ეტაპზე დაზარალებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაჭრილი ორი მამაკაციდან ერთი ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება, მეორე კი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

დანაშაულის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არკვევს. ფაქტზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×