რეზონანსი
09.06.2019

 (რეზონანსი) თუკი ამომრჩეველი იქნება აქტიური, მოვა არჩევნებზე და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს, ასეთ შემთხვევაში, დღეს მთაწმინდიდან ხელისუფლების შეცვლა დაიწყება - მჯერა, რომ ვერის, მთაწმინდის და სოლოლაკის ამომრჩეველი ამას გააკეთებს, - ამის შესახებ მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მთაწმინდის ოლქის მეათე საარჩევნო უბანთან განაცხადა, სადაც ის შვილთან ერთად მივიდა.

შავგულიძემ ამომრჩეველს მიმართა, რომ არჩევნების შედეგი მხოლოდ მათი აქტიურობით განისაზღვრება.

„ამომრჩევლის დაბალი აქტიურობის პირობებში, ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა იმისა, რომ კიდევ ერთი საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს პარლამენტში მაჟორიტარად. თუ ამომრჩეველი, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას აღარ ენდობა და მიაჩნია, რომ ის შესაცვლელია და ასეთია მთაწმინდის ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი, იქნება აქტიური, მოვა არჩევნებზე და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს, ასეთ შემთხვევაში დღეს ხელისუფლების შეცვლა მთაწმინდიდან დაიწყება. მჯერა, რომ ვერის, მთაწმინდის და სოლოლაკის ამომრჩეველი დღეს ამას გააკეთებს", - განუცხადა ჟურნალისტებს შალვა შავგულიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×