რეზონანსი
08.06.2019

  ფოთში 22 წლის გოგო მეუღლის ბიძამ დაჭრა. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ჭრილობები სახისა და გულმკერდის არეში, სავარაუდოდ, სამზარეულოს დანით ჰქონდა მიყენებული.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაჭრილი ქუჩაში თავად გამოვიდა და შველას ითხოვდა. მათივე თქმით 60 წლამდე ასაკის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და იგი წარსულში ოჯახური ძალადობისთვის არის ნასამართლევი.

მამაკაცი ფოთის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. დაჭრილი კი მკურნალობას კლინიკაში გადის. ექიმების ინფორმაციით, მას ზედაპირული ჭრილობები აქვს და ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×