რეზონანსი
08.06.2019

  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი 

ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია „ბილდინგ-დეველოპერის" დირექტორი ალექსი ს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის 8 აგვისტოს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის

გამგეობასა და შპს „ბილდინგ-დეველოპერს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში წყლის ცენტრალური მაგისტრალის

სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. შპს

„ბილდინგ-დეველოპერის" დირექტორმა ალექსი ს-მ. არასრულყოფილად შეასრულა

ნაკისრი ვალდებულებები, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლა საგარეჯოს

მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 21921.86 ლარის

ოდენობით" , - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში

გამოძიება დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე

მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ"

ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას

ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×