რეზონანსი
08.06.2019

მესტიაში, მდინარე დორლაში გადავარდნილ ავტომობილს და ორ ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ. სვანეთინიუსის ინფრომაციით დაკარგულები არიან 23 წლის ბიჭები ამირან გვიდანი და ვაჟიკო ჟორჟოლიანი.

ახალგაზრდები წუხელ, ღამის პირველ საათზე გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდნენ. მათი ავტომობილით მდინარეში გადავარდნის შესახებ დილით გახდა ცნობილი, როდესაც მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს თემში შესასვლელ ხიდთან ავტომობილის ხევში გადავარდნის ნაკვალევი აღმოაჩინეს.

სვანეთინიუსი დაკარგული ახალგაზრდების ფოტოსაც აქვეყნებს

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×