რეზონანსი
08.06.2019

 (რეზონანსი) ერთ-ერთი ქალი, რომელიც სამტრედიის ქუჩიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს კომატოზურ მდგომარეობაშია. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება „გერმანული კლინიკის“ ექიმმა, ზვიად დევდარიანმა გააკეთა.

„ამ ეტაპზე მდგომარეობა არის მძიმე, მიმდინარეობს კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევები, პაციენტი არის კომატოზურ მდგომარეობაში. როდესაც შემოიყვანეს კითხვებზე არ პასუხობდა და არაადეკვატური იყო.“ - ამბობს ექიმი. 

სამტრედიის ქუჩის #1 კორპუსის ბინაში დღეს პოლიციამ მოხუცი ქალის ცხედარი იპოვა. ბინაში კიდევ სამი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთი (რომელიც კომატოზურ მდგომარეობაშია) საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. რაც შეეხება დანარჩენ ორს, მათ ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოკვლევას უტარებენ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×