რეზონანსი
08.06.2019

 (რეზონანსი) ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, მმართველ პარტიას აუცილებლად მოუწევს პოლიტიკური საფასურის გადახდა იმ უსამართლობისთვის, რაც სასამართლოში ხდება და რაც მოსამართლეების უვადოდ განწესებასა და კანდიდატთა შერჩევას უკავშირდება.

"ქართული ოცნება" აპირებს კენჭი უყაროს მოსამართლეებს და ჩვენ ვაპირებთ ამ პროცესის ჩაშლას. გვინდა ეს პროცესი მაქსიმალურად მძიმედ წარიმართოს მათთვის და თითოეული არასწორი გადაწყვეტილება, ძალიან ძვირად დაუჯდეთ. მაგალითად, თამარ ალანიას გადაყვანას უზენაეს სასამართლოში, უნდა გადაჰყვეს "ქართული ოცნება" და ძალიან მაინტერესებს ზაქარია ქუცნაშვილის პოზიცია ამ დროს", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×