რეზონანსი
08.06.2019

 (რეზონანსი) თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, სადაც ერთ-ერთ ბინაში მოხუცი ქალის ცხედარი იპოვეს, პოლიციამ მეოთხე პირსაც მიაგნო.

სახლში გარდაცვლილის ნათესავი, შუახნის ქალი იმყოფებოდა, რომელიც სავარაუდოდ შიშის ფონზე დაიმალა.

თავდაპირველად პოლიციამ და სამაშველო სამსახურმა, სამტრედიის ქუჩის #1 კორპუსის ბინაში შესვლისას ცხედარი, ასევე უგონო მდგომარეობაში მყოფი ასაკოვანი ქალი და ერთი ახალგაზრდა გოგონა აღმოაჩინა, რომელიც კონტაქტური იყო. ის პოლიციას კარს შეგნებულად არ უხსნიდა. საბოლოოდ სამაშველო სამსახურმა კარი შეამტვრია.

ცხედარი ბინიდან პროზექტურაში ამ დრომდე არ გადაუსვენებიათ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რაც შეეხება დანარჩენ სამ პირს, ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 

ამ დროისთვის გაზის გაჟონვის ვერსია სრულად გამოირიცხა.

შს სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

უცნობია რა მოტივით არ ხსნიდნენ კარს ბინაში მყოფი სხვა პირები. არსებობს ვერსია, რომ ოჯახის წევრებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×