რეზონანსი
08.06.2019

 (რეზონანსი) საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძის განცხადებით,  ანაკლიის პორტის დასამარების ასპარეზზე ღიად გამოვიდა ფოთის პორტის მფლობელი ”ეი პი ემ ტერმინალსი” თავისი ჩახლართული, მათ შორის, რუსული ინტერესებით.

“დაიწყო ანაკლიის პორტის დასამარების ბოლო ეტაპი. ასპარეზზე ღიად გამოვიდა ფოთის პორტის მფლობელი ”ეი პი ემ ტერმინალსი” თავისი ჩახლართული, მათ შორის რუსული ინტერესებით. დაიწყო პოლიტიკოსების, მედიის, არასამთავრობოების მოსყიდვა. ზოგი ენთუზიასტ ლობისტად გაასაღებს თავს, ზოგიც ოფიციალურად. მოხდება ღია დარტყმა ანაკლიაზე, რასაც აქამდე ვერ ბედავდნენ და ნიანგის ცრემლების ღვრა ”ფოთმა რა დააშავას” სტილში. ამის უკან საქართველოს ხელისუფლება დგას. საქართველოს ხელისუფლება კი ივანიშვილია” წერს რომან გოცირიძე სოციალარ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×