რეზონანსი
08.06.2019

 (რეზონანსი) აშშ-მა თურქეთს რუსეთისაგან "ეს-400"-ის სარაკეტო კომპლექსის შეძენაზე უარის სათქმელად ვადა 31 ივლისამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აშშ შეწყვეტს თურქი პილოტების ეფ-35-ის ტიპის გამანადგურებლის მართვის შესწავლას. აღნიშნულ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთანავე, ანკარა ვაშინგტონის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე და საერთაშორისო პარტნიორია. აღსანიშნავია, რომ აშშ თურქი პილოტების მომზადებაში ყოველ წელს 420 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს. თუმცა, მიუხედავად ამისა, თურქეთმა რუსეთთან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენის შესახებ შეთანხმება გააფორმა, რასაც აშშ და ნატო-ს სხვა წევრები ეწინააღმდეგებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×