რეზონანსი
08.06.2019

 (რეზონანსი) მცხეთის სამხარეო პოლიციაში ”ავიატორ პლუსის” თანამშრომლები გამოიკითხნენ. ადვოკატის განმარტებით, გამოიკითხა კომპანიაში მომუშავე 5-მდე პირი, მათ შორის ხელმძღვანელი. მისი ინფორმაციით, გამოკითხვები ამ ეტაპზე ჯერ არ დასრულებულა. ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხი არ დგას.

„ინფორმაცია იქნა მიწოდებული იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს - რა პირობებში მოხდა ვერტმფრენის შეძენით დაწყებული, ექსპლუატაცია. ამ წუთში არ დგას კონკრეტული პირების ბრალეულობაზე საკითხი. დღევანდელი და ამ დღეების ამოცანა არის, რომ სურათი სრულად აღდგეს, სრული დოკუმენტაცია იქნას მოძიებული. ჩვენ ველოდებით გამოკითხვების გაგრძელებას,“ - განაცხადა ადვოკატმა ავიაკატასტროფა ყაზბეგში რამდენიმე დღის წინ მოხდა, ვერტმფრენის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×