რეზონანსი
08.06.2019

 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას მტკიცებით, პოლიტიკიდან წასვლა თავად ბიძინა ივანიშვილსაც სურს, თუმცა ჯერჯერობით არ არის ის მოცემულობა, რა შემთხვევაშიც მას პოლიტიკიდან წასვლა შეეძლება.

"ის, რასაც ახლა მე ვლაპარაკობ, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშიც შედის. არ არსებობს, რომ არ შედიოდეს. ამ ადამიანს პოლიტიკიდან წასვლა უნდა, აქედან გასვლა უნდა მას - ორჯერ სცადა. ვერ შესრულდა, ის მოცემულობა ვერ დაიდო, რომლის შემთხვეაშიც მას წასვლა შეეძლება. ეს "ქართულმა ოცნებამ" უნდა უზრუნველყოს.ვეძებ იმ "ქართულ ოცნებას", რომელსაც ბიძინა ივანიშვილის გარეშე არსებობა შეუძლია", - განაცახადა კაკულიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×