რეზონანსი
08.06.2019

 დამანგრეველი სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ ჭუბერის მოსახლეობა ისევ საფრთხეშია. ადგილობრივების ნაწილმა ბავშვები და მოხუცები უკვე გახიზნა. ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ ჯებირები გაარღვია და ხიდები წაიღო. წყლის მძლავრმა ნაკადმა, რომელსაც თან მიწის მასა და ხეები მოაქვს, გზები და სახლები დატბორა. ნგრევის ზღვარზეა რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი.

წყლის დიდ მასას ვერ გაუძლო და განადგურებულია ნაპირსამაგრი ჯებირები, რაშიც შარშან 18 მილიონი დაიხარჯა. სვანეთში ახლა უკვე მძიმე ტექნიკაა შეყვანილი.

კრიტიკულად ადიდებულმა ნენსკრამ სვანეთში მოსახლეობას შარშანაც დიდი პრობელემები შეუქმნა. მთიდან ყინულის ნაწილიც დაიძრა და ნენსკარაში ჩავარდა, რამაც წყლის დაგუბებისა და ღვარცოფის საფრთხე შექმნა.

"ჰესის მერე დაიწყო ეს უბდეურება", – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×