
ზაზა სარალიძემ საქმის ახალ დეტალებსა და მისი შვილის მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავებაზე ისაუბრა. იგი განმარტავს, თუ რატომ გაერიდა პროცესებს გარკვეული პერიოდი და აღარ იყო ისეთივე აქტიური, როგორც მანამდე.
„გადავწყვიტე, მე თვითონ გავრიდებოდი პროცესებს ბოლო ორი თვის განმავლობაში იქიდან გამომდინარე, რომ დავინახე ძალიან დიდი საფრთხე. ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ 2017 წლის 1-ლი დეკემბრიდან. მინდა ყველამ გაითავისოს, ყველა ადამიანმა მოქალაქემ თუ პოლიტიკოსმა, რომ ზაზა სარალიძე ამ ბრძოლით მიაღწევდა ჭეშმარიტებას, თუ ავდგებოდი და დავხოცავდი სუყველას, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ მე დავინახე საფრთხე, რომ ზაზა სარალიძეს ამას დაასწრებდა სხვა - ეს არის ჩემი შვილის და ლევან დადუნაშვილის მეგობრები.
ამ ყველაფერს ვეუბნებოდი პროკურორს იმედა გუგუშვილს. როდესაც პროკურორს, ქალს, შვილების დედას ვეუბნები - თუ ეს საქმე არ გაიხსნება ამას "მალალეტკების" ომი შეიძლება მოჰყვეს-თქო, მეუბნება, ეს ჩემი პრობლემა არ არისო. ეს პროკურორი კი არა, საერთოდ საქართველოში როგორ ცხოვრობს ისიც მიკვირს. ზაზა სარალიძე არ გაჩერდება, სანამ ამ საქმეზე სრული ჭეშმარირება არ იქნება. ვინმეს გონია, რომ ზვიად ფხაკაძეს ჩემი ცოლის და შვილის ცრემლებს ვაპატიებ? ვინმეს ჰგონია, რომ გათახსირებულ პროკურორს იმ სიტყვებს ვაპატიებ? თავისი თანამდებობა შერჩეს და აქ სისხლისღვრა ატყდეს?!“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.