რეზონანსი
08.06.2019

7 ივნისს, ღამით "ნოვოლუგანსკის" დასახლებულ პუნქტთან რუსულმა არტილერიამ, მინსკის სამშვიდობო ხელშეკრულებით აკრძალული 122 და 120 მმ-იანი ჭურვებით ცეცხლი გაუხსნა უკრაინელ სამხედროებს, რის შედეგადაც დაიღუპა აზოვის პოლკის 2 არმიელი. შეტევას უკრაინელთა მხრიდან მოჰყვა რეაგირება საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით, რამაც საცეცხლე პოზიციების განადგურება გამოიწვია, კონტრბატარეული დარტყმის დროს დაიჭრა 10-მდე რუსი ბოევიკი. ანტიტერორისტული ოპერაციების შტაბში აცხადებენ, რომ მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტაზე აქტიური მსჯელობებისა, უკრაინა იტოვებს უფლებას, უპასუხოს რუს სამხედროებს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლეს შეექმნება საფრთხე და დადგება საშიშროება ახალი ტერიტორიების ოკუპაციის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×