რეზონანსი
08.06.2019

 ჟურნალისტი ზაზა სვანაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე 10 ინნისს გლდანის ციხეებთან ბრიფინს აანონსებს და აქვე აღნიშნავს:

"ძვირფასო კოლეგებო, ინტერნეტ- მედიის წარმომადგენლებო, უფლებადამცველებო!

10 ივნისს, 13:00 საათზე გლდანის ლეგენდარულ ციხეებთან ვმართავ ბრიფინგს, სადაც მოგახსენებთ ციხეში არსებულ კანონდარღვევებზე!

იმ ახალბედა ჟურნალისტებს და მოკრძალებული რესურსების მქონე გამოცემების წარმომადგენლებს, რომლებსაც ავტომობილი არ გყავთ, დაგხვდებით მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე და თქვენი გადაადგილების უზრუნველყოფას საკუთარ თავზე ავიღებ!

არა ბაღლინჯოებს!

არა თეა წულუკიანს! (აქვე განვმარტავ, ქალბატონ თეა წულუკიანს არ ვაყენებ შეურაცხყოფას და მწერებს არ ვადარებ - გლდანის ციხის რამდენიმე სექტორში პატიმრებს ნამდვილად ტილები ასევიათ) 

ის მილიონიანი გრანტები სად მიგაქვთ კაპიკ-კაპიკ დაგიანგარიშებთ!

საინტერესოა რატომ ვერ ელევით ტილიან ლეიბებს?!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×