რეზონანსი
07.06.2019

 პირველ ივლისს ძალაში შედის პრეზიდენტის მიერ 30 მაისს ხელმოწერილი ცვლილებები, რომელიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა. მთავარი ცვლილება უცხოელებისთვის ვიზისა და ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს ეხება. 

კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი 1 ივლისიდან კიდევ უფრო აზუსტებს მოთხოვნებს, რაც შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელმა უნდა დააკმაყოფილოს. 

კერძოდ, მას მოუწევს წარადგინოს სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში საქმიანობიდან მიღებული შემისავლები/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები და რომლის დამსაქმებელი საწარმოს( გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×