რეზონანსი
07.06.2019

 მაშველებმა თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე მაშველებმა, თბილისის ზღვიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი ტურისტი, 17 წლის ბიჭი ამოიყვანეს.

მაშველმა კოშკურიდან ახალგაზრდა მამაკაცი შეამჩნია, რომელიც წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა და იხრჩობოდა. მან დახმარება გამოიძახა, თავად კი დაუყონებლივ დასახმარებლად გაცურა. წყალზე მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი ზღვის ფსკერზე იპოვნეს. ნაპირზე ამოყვანის შემდეგ მას პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მაშველებმა გაუწიეს, რის შემდეგაც ბიჭი გონს მოვიდა. გადარჩენილი ტურისტი სამედიცნო ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება" - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×