(რეზონანსი) 31 წლის თამთა ბერბიჭაშვილს, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ახალგაზრდა გოგოს მწვავე მიელობლასტური ლეიკემია დაუდგინდა.
„უსაყვარლეს გოგონას, მეგობარს, დედას რამდენიმე დღის წინ უმძიმესი დაავადება მწვავე მიელობლასტური ლეილკემია დაუდგინდა. ეს დიაგნოზი ყველასთვის მოულოდნელი იყო. თამთას სასწრაფოდ ქიმიოთერაპია ესაჭიროება, ამისთვის პირველ ეტაპზე 35 000$ საჭირო.
გთხოვთ, დაგვეხმაროთ ამ თანხის შეგროვებაში, რათა მკურნალობა ჩატარდეს. გადარჩეს თამთა და დაუბრუნდეს თავის მეგობრებს, ოჯახს და პირველ რიგში თავის მცირეწლოვან შვილს. ყველა წუთს და ლარს დიდი მნიშვნელობა აქვს" - ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ საბანკო ანგარიშზე:
საქართველოს ბანკი - GE65BG0000000736150100