(რეზონანსი) ქალაქ ლანჩხუთში მცხოვრები 19 წლის ლ. ფ-ს, გავრცელებული ცნობით თავს მაშინ გაესხნენ, როცა ის საკუთარ შეყვარებულს ელაპარაკებოდა.
თავდამსხმელებმა ახალგაზრდას ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში მიაყენეს.
„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, შემთხვევამდე რამდენიმე საათის წინ ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება მოხდა.
ლანჩხუთის „მედალფას" ამბობენ, რომ საავადმყოფოში მიყვანამდე მოზარდმა დიდი ოდენობით სისხლი დაკარგა და ოპერაცია თითქმის 5 საათს გაგრძელდა.
შსს-ს ცნობით, საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თავდამსხმელებს 7 დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თავდამსხმელთა ვინაობა დადგენილია, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო სამუშაოები მათი დაკავების მიზნით - გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში.