(რეზონანსი) „ჩაინა ლილო სითიში", სადაც ხანძრის შედეგად რამდენიმე ათეული მაღაზია და გასაყიდი პროდუქცია დაიწვა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს.
დღეს, დამწვარ ობიექტზე შევიდნენ დაზარალებულებიც. ისინი ადგილზე ეცნობოდნენ ხანძრის შედეგად სავაჭრო ობიექტზე შექმნილ ვითარებას.
ადგილზე შესვლის უფლება არ მიეცა "ჩაინა ლილო სითის" მფლობელს ლაურა ღაჭავას. მისი განცხადებით, აპირებს, რომ "ჩაინა ლილო სითიში" ხანძრის გაჩენის მიზეზების გასარკვევად მის მიერვე დაქირავებული, უცხოელი ექსპერტები ჩართოს.
„ხანძართან მიმართებით დღის ბოლომდე დავიცდით, ვნახავთ რა პასუხებს მივიღებთ და ამის მიხედვით ხვალ დავიწყებ ფიქრს. ექსპერტი ჩამომყავს ევროპიდან საქმის შესასწავლად. ალბათ 2-3 დღეში ჩამოვლენ", - განაცხა ლაურა ღაჭავამ.
ღაჭავას განცხადებით, ის ჯერჯერობით პირდაპირ არ უკავშირებს განვითარებულ მოვლენებს მის საქმიანობას, თუმცა აღნიშნავს, რომ ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის ბოლო პერიოდში მის კომპანიებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც. ღაჭავას განცხადებით, უკვე 25 დღეა ფინანსთა სამინისტრომ დააყადაღა და ინკასო დაადო მის ყველა კომპანიას და ისინი ვერ ახერხებენ სამუშაოების შესრულებას, რის გამოც ლაურა ღაჭავა არ გამორიცხავს რომ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყოს.
ლილოს დასახლებაში, ე.წ. ჩინური ქალაქის ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ გვიან ღამით გაჩნდა და მისი ლიკვიდაცია გამთენიისას მოხდა.