რეზონანსი
07.06.2019

 (რეზონანსი) ბათუმში, საბაგირო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტებს, ცოლ-ქმარს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

"ბათუმელების" ინფორმაციით, ერთ მათგანს ხელ-ფეხი აქვს დაზიანებული, მეორეს - ხელი. დაშავებულები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×