რეზონანსი
07.06.2019

 (რეზონანსი) ქუთაისის საკრებულოს წევრი, ნანა კოსტავა მის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებას და ამბობს, რომ "ეს განსაცდელი საჭირო იყო".

"ქრისტე აღსდგა, მეგობრებო! საჭირო იყო ეს განსაცდელი, ნამდვილი მეგობრები აღმოსაჩენად. ბევრ რამეზე დავფიქრდი, ბევრ რამეს მივხვდი, ბევრ რამ გავაანალიზე", - წერს კოსტავა ფეისბუქზე.

ნანა კოსტავას ამ პერიოდის განმავლობაში ფეისბუქი გაუქმებული ჰქონდა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ მან ექაუნთი აღადგინა.

ნანა კოსტავამ ფეისბუქზე რამდენიმე დღის წინ სიძულვილის ენის შემცველი განცხადება გააკეთა, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.

ნანა კოსტავამ 30 მაისს ფეისბუქზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოს ამ აღწერით გაზიარება დროში ბარკერის დის გარდაცვალებას დაემთხვა.

ამის შემდეგ, კოსტავა "ქართულმა ოცნებამ" ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მოხსნა. შემდეგ გენდერული თანასწორობის საბჭოდანაც გარიცხეს. კოსტავამ თქვა, რომ საკრებულოს დატოვებდა, თუმცა განაცხადა, რომ გადაიფიქრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×