რეზონანსი
07.06.2019

 (რეზონანსი) ორი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ასპინძაში მეორე სართულიდან გადმოვარდა, დამაკმაყოფილებელია.

პატარა ამ დროისთვის ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება.

„მდგომარეობა სტაბილურია. ჩაუტარდა ყველა სახის - ინსტრუმენტული, ლაბორატორიული და კლინიკური გამოკვლევა. მოტეხილობა ან რაიმე სახის დაზიანება არ აქვს. ექიმების დაკვირვების ქვეშ არის, რომ რამე არ გაიპაროს. ცოტა ხანი დავტოვებთ და გავწერთ", - ამბობს კლინიკის მენეჯერი ხათუნა კეკელაშვილი.

შემთხვევა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიაში მოხდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო. საქმე 124-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×