რეზონანსი
07.06.2019

 (რეზონანსი) ბატონო რომან, თუ გამომიჩნდება შიდა აუდიტორის ვაკანსია, აუცილებლად, სიამოვნებით მოგიწვევთ. ძალიან კარგი პოტენციალი გაქვთ, როგორც ვატყობ და შემართება", - ასე უპასუხა საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძეს, რომელიც დაინტერესდა, იცოდა თუ არა ნათია თურნავას მოადგილემ, გენადი არველაძემ ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაციის შესახებ.

ნათია თურნავას რეპლიკის პასუხად რომან გოცირიძემ განაცხადა: „მე კარგი ადვოკატიც ვარ, თუ დაგჭირდათ მომიწვიეთ და შეიძლება დაგჭირდეთ, ასე თუ დამალავთ რაღაცებს".

მინისტრს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უკვე რამდენიმე საათია უსმენენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×