რეზონანსი
07.06.2019

 (რეზონანსი) გარდაბანში 77 წლის ქალი და მისი 84 წლის მეუღლე ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მოკლეს.

„პრაიმტაიმის" ცნობით, მოხუცი ცოლ-ქმარი მკვლელობამდე სასტიკად სცემეს. ცხედრებს იმდენად სერიოზული დაზიანებები აქვთ მიღებული, რომ მეზობლებს მათი ამოცნობაც კი გაუჭირდათ.

სავარაუდოდ, სიკვდილი სწორედ ცემის შედეგად მიყენებულმა მძიმე დაზიანებებმა გამოიწვია, ვინაიდან, როგორც შსს-ში ამბობენ, საქმეში ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს.

თვითმხილველები ყვებიან, რომ მკვლელობის ადგილზე თავდამსხმელებმა ტალახით წარწერა დატოვეს - „მალე ჩამოდი, შენც გაგისწორდებით". სავარაუდოდ ეს შეტყობინება, გარდაცვლილი ცოლ-ქმარის ვაჟს ეკუთვნის, რომელიც მეზობლების გადმოცემით, რუსეთში იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×