(რეზონანსი) სასტიკი მკვლელობა გარდაბანში - სოფელ ქაფანახში, ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც ირკვევა, გუშინ ხანში შესული ცოლ-ქმარი, ისკანდარ და შაფიგა მუსაევები საკუთარ სახლში მოკლეს.
როგორც "ნიუპოსტს" ადგილობრივებმა განუცხადეს, 78 წლის ქალი ქამრით არის გაგუდული. 88 წლამდე მამაკაცს კი ჭრილობები თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. მამაკაცის იდენტიფიცირება თითქმის შეუძლებელია.
ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი მკვლელობა შურისძიებას უკავშირდებოდეს.
"საზარელი სურათი ვნახე, მამაკაცის ცხედარი დასისხლიანებულია. როგორც ამბობენ, ქალი ქამრით არის დამხრჩვალი. მკვლელებს სახლის კარზე დაუწერიათ, "გელოდები". ალბათ მოკლულის შვილს მიმართავენ, ის მოსკოვში ბიზნესით არის დაკავებული", - ამბობს ადგილობრივი "ნიუპოსტთან".
შსს-მ საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.