რეზონანსი
07.06.2019

 (რეზონანსი) კასპში, ცოლ-ქმარს ცეცხლასროლი იარაღიდან ესროლეს. შედეგად მამაკაცი დაიღუპა, ცოლი კი დაჭრილია.

ადგილობრივების ინფორმაციით, თავდასხმის მიზეზი შესაძლოა შურისძიება იყოს, რადგან ეჭვმიტანილსა და გარდაცვლილის ოჯახს დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. სავარაუდო ეჭვმიტანილის სახლში ცეცხლსასროლი იარაღი და სანადირო თოფი აღმოაჩინეს. სროლა სწორედ ამ ორი იარაღიდან განხორციელდა.

გამოძიება განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სს-ის 108-ე და 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 16-20 წლამდე ვადით ან უვადო ტავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×