რეზონანსი
07.06.2019

 (რეზონანსი) ასპინძაში, სარო-ხიზაბავარის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა.

"მეცხრე არხის" ინფორმაციით, ავარიისას დაიღუპა 20 წლამდე ასაკის ნიჯგორის მკვიდრი, შ.გ. ხოლო მძიმე მდგომარეობაში მყოფი მძღოლი რ.ბ. მრავლობითი დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადას ახალციხეში გადაიყვანეს.

მათივე ცნობით, ახალგაზრდებმა ამაღლების დღესასწაული ძველ ნაეკლესიარზე, ე.წ. ოდისების ტერიტორიაზე აღნიშნეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×