რეზონანსი
07.06.2019

 (რეზონანსი) კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკვლელობა მოხდა. 50 წლამდე ასაკის ქალს დაზიანება თავის არეში აქვს და ის კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს, 70 წლამდე კაცი კი უკვე გარდაცვლილი იყო.

დანაშაულის ჩამდენი იდენტიფიცირებულია და ის თანასოფლელია. დანაშაულის ადგილზე ორი ტიპის იარაღი - ცეცხლსასროლი და სანადირო იარაღია გამოყენებული. პოლიცია ბოროტმოქმედს ეძებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×