რეზონანსი
07.06.2019

 (რეზონანსი) მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის თემში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ნენსკრას შენაკადი დევრულა ადიდდა, რამაც სოფელ ყარს გურიშთან დამაკავაშირებელი საავტომობილო ხიდი დააზიანა. 

ხიდზე ავტომანქანით გავლა შეუძლებელია, მაგრამ ქვეითად მოსიარულეები გადაადგილდებიან.

მდინარე ნენსკრამ, რომელიც მთაში მოსული ძლიერი წვიმის და თოვლის დნობის შედეგად ადიდდა, ჭუბერის ხეობაში გასულ წელს, 5 ივლისს სოფლის ნაწილი დატბორა. წყალმა დაანგრია და წაიღო საცხოვრებელი სახლები, ხიდები, საავტომობილო გზები და სამეურნეო მიწები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×