რეზონანსი
07.06.2019

 ჩაქვში-ციხისძირის მონაკვეთზე, თბილის-ბათუმის მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. რის გამოც მოძრაობა შეფერხებულია. თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა გადასწრება სცადა, მემანქანემ მოასწრო რეაგირება და დაამუხრუჭა, თუმცა მამაკაცმა თავის ტრავმა მაინც მიიღო. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, მამაკაცი ცოცხალი დახვდათ. დაზიანებებით ქობულეთის "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს. 

ადგილზე, ქობულეთის პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან, ისინი საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×