რეზონანსი
07.06.2019

 ასპინძაში, სოფელ ფიაში ორი წლის ბიჭი მეორე სართულიდან გადმოვარდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და იგი საავადმყოფოში, ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.

"მეთვალყურეობის ქვეშ არის, რაიმე გამოხატული ფორმა, რამაც შეიძლება მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას არ არსებობს, ეს დღეები დავაკვირდებით მის მდგომარეობას და მკურნალობას გავაგრძელებთ", - ამბობენ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში.

ორი წლის ბიჭი მეორე სართულიდან გუშინ საღამოს გადმოვარდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124–ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×