რეზონანსი
07.06.2019

 ქუთაისის საკრებულოს ,,ქართული ოცნების" დეპუტატი ნანა კოსტავა ამბობს, რომ ქართულ ოცნებას არასდროს უღალატებს  და ამ გუნდის ერთგული რჩება. 

"ძალიან განერვიულებული ვარ, ლამის გადავყევი ამ ამბავს. აღარანაირ თანამდებობას აღარ ვიკავებ, არც ფრაქციის ხელმძღვანელი ვარ და არც გენდერული საბჭოს წევრი, ერთადერთი, რაც მაჩერებს ჩემი ერთგული ამომრჩეველია, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე მერიასთან დგას. მე რომ "ოცნების“ გვერდით დავდექი, მაშინ ბარე ორს ეშინოდა. ერთ-ერთმა პირველმა "ქართული ოცნების“ მაიკა მე ჩავიცვი, ის მაისური, სხვათა შორის, ბერამ მაჩუქა. 

ძალიან მიყვარს ეს გუნდი, არასოდეს ვიქნები ამ გუნდის მოღალატე და ყოველთვის ვიბრძოლებ მათთან ერთად. მე დავუშვი შეცდომა და თანაგუნდელები უხერხულ და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავაყენე. დამიცვან ვაი, არ დამიცვან და ვუი", - ამბობს ნანა კოსტავა "პრაიმტაიმთან" საუბარში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×