რეზონანსი
07.06.2019

 რამდენიმე დღის წინ წყალტუბოში 19 წლის წლის გოგომ შეყვარებულის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო. მან თვითმკლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მეგობარს უთხრა, რომ შეყვარებულის ახლობლების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი იყო.

„გარდაცვლილი ბიჭის მეგობრებმა სოციალურ ქსელში „ჩატი“ გააკეთეს, რათა მეგობრის საფლავზე გასვლის თარიღების შესახებ ინფორმაცია გაეცვალათ. ავარიაში დაღუპული ბიჭის სოციალური ქსელით  გოგონაც სარგებლობდა და მან შეყვარებულის მეგობრების მიმოწერა წაიკითხა, სადაც მასზე ქილიკობდნენ და წერდნენ, რომ გოგონა 26 წლის დაღუპულ ბიჭს აღარ გლოვობდა და სარკაზმით წერდა ერთ-ერთი  – მეშინია თავი არ მოიკლას დარდითო“,  – განაცხადა გოგონას მეგობარმა.

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ საფლავზე თვითმკვლელობამდე გოგონამ შეყვარებულის საფლავზე რამდენიმე დღით ადრე, თვითმკვლელობის მიზნით დიდი რაოდენიბის წამალი დალია, თუმცა მაშინ გადარჩა…

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×