“ლილო სითის” მეპატრონე ლაურა ღაჭავა წუხელ გვიან ღამით ხანძრის ადგილას მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დივერსიაზე საუბარი ნამდვილად ადრეა, რადგან ამის ფიქრის საფუძველი არ არსებობს.
ეს ვერსია, თითქოსდა ხელისუფლების მიერ ლაურა ღაჭავას და მისი შვილების, ძმები კოდუების წინააღმდეგ მოწყობილი დივერსია იყო ხანძარი, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან "ლილო სითის" დირექტორმა ზვიად ქირიამ არაერთგზის გაიმეორა.
“მე ვარ დაშოკილი, ვნერვიულობ, ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით ახალს. მე თვითონ ვერ გავრკვეულვარ ჯერ სიტუაციაში. რაც შეეხება დივერსიას, ვერაფერს ვერ გეტყვით იმიტომ, რომ არ მიმაჩნია ეს სწორად. ჩემთვის ძალიან ძნელია, სანამ არ იქნება გამოძიება, ვერ გეტყვით ვერაფერს" – განაცხადა ლაურა ღაჭავამ.
6 ივნისს, ლილოში მდებარე ე.წ. “ჩინური ქალაქის” ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა და 20 მაღაზია დაიწვა.
(აიპრესი)