რეზონანსი
07.06.2019

 ბათუმში 18 წლის გოგომ მშობლები შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში მის შეყვარებულს ადანაშაულებენ და ახალგაზრდის დაკავებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართავენ და მიცვალებულს არ დაკრძალავენ.

მშობლების განცხადებით, გარდაცვალებამდე გოგომ დატოვა წარწერა - „მკვლელი ნიკა“, რომელიც შეყვარებულის მიმართ იყო დაწერილი. მათი ვარაუდით, თვითმკვლელობის მიზეზი კონფლიქტი გახდა, რომელიც შეყვარებულებს ერთი დღით ადრე მოუვიდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოკითხვები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×