
სკოლის დირექტორი 16 წლის მოზარდის მიერ ბავშვის გაჩენას ეხმაურება და ამბობს, რომ მომხდარის შესახებ, დაახლოებით ერთი კვირის წინ გაიგეს, როდესაც გოგონას მუცელი ასტკივდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„დერეფანაში იყო გამოსული, მითხრა ცუდად ვარო. მერე გაკვეთილზე დაბრუნდა, თუმცა ძლიერი მუცლის ტკივილი დაეწყო. ჩვენ ბრმა ნაწლავი გვეგონა. ორსულობას ვერც ვიფიქრებდით, საერთოდ არაფერი ეტყობოდა. კლინიკიდან სამშობიაროში გადაიყვანეს, მოგვიანებით გავიგეთ, რომ თურმე ორსულად იყო.
იმის გათვალისწინებით, რომ სკოლა ხშირად არ გაუცდენია, თუ მას სურვილი ექნება, შესაძლებელია, ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში იაროს. ამ ეტაპზე ველოდები გამოძიებას, რის შემდეგაც მშობლებს დავუკავშირდები“, - აცხადებს სკოლის დირექტორი. საქმეში სოციალური სამსახურია ჩართული.